2019 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 231.1 მლნ მლნ ლარით შემცირდა და 25.93 მლრდ ლარს გაუტოლდა.
როგორც ეროვნული ბანკის 2019 წლის იანვრის „თვის მიმოხილვაშია“ აღნიშნული, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების პორტფელის წლიური ზრდის ტემპმა კი 20.8% შეადგინა.
ამასთან, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, სესხების წლიური ზრდა 16.7 % იყო.
„საკრედიტო პორტფელის კლებაზე გავლენა მოახდინა ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების კლებამ, ამავე პერიოდში გაიზარდა უცხოური ვალუტით გაცემული სესხები. იანვრის ბოლოსთვის, საკრედიტო პორტფელის 85.6 პროცენტი გრძელვადიან სესხებზე მოდიოდა, რომლის 60.3 პროცენტი უცხოური ვალუტით იყო გაცემული. მოკლევადიან სესხებში კი უცხოური ვალუტით სესხების წილი 39.0 პროცენტს შეადგენდა“,- ნათქვამია სებ-ის „თვის მიმოხილვაში“.