ბრალდება მე არ მომისმენია. იქ ჩამოთვლილი იყო ტრანზაქციები. სანდომიანმა ქალბატონმა გააკეთა შეფასებები წმინდა საბანკო იპერაციების, რომელიც ჩემი რწმენით, არის ეროვნული ბანკის კომპეტენცია, -ასე გამოეხმაურა "თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე გენერალური პროკურატურის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას.
ბადრი ჯაფარიძე კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, რომ ქვეყნისა და ბანკის რეპუტაციას გაუფთხილდნენ.
“დღევანდელი განცხადება იყო გამეორება 2019 წლის 8 იანვრის განცხადების. ჩემი ღრმა რწმენით, ეს იყო პასუხი კომიტეტის ჩაშლილ განხილვასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ ასეთი განცხადება ძალიან დიდ ზიანს აყენებს ქვეყნის რეპუტაციას. ჯერ ერთი, ბრალდება მე არ მომისმენია. იქ ჩამოთვლილი იყო ტრანზაქციები. სანდომიანმა ქალბატონმა გააკეთა შეფასებები წმინდა საბანკო ოპერაციების, რომელიც ჩემი რწმენით, არის ეროვნული ბანკის კომპეტენცია. არანაირად არ შეიძლება პროკურატურის კომპეტენცია იყოს - სესხის გაცემის შეფასება. ბალანსს გარეთ სესხის გატანა ეს არ არის არანაირად პროკურატურის კომპეტენცია. მინდა ყველას მოვუწოდო, რომ ობიექტური ანალიზი გააკეთონ, გაუფრთხილდნენ ქვეყნის და ყველაზე წარმატებული ინდუსტრიის რეპუტაციას," -განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.