იანვარში ვადაგადაცილებული სესხები 45.0 მლნ ლარით გაიზარდა და 486.2 მლნ ლარს გაუტოლდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის 2019 წლის იანვრის „თვის მიმოხილვაშია“ აღნიშნული.
სებ-ის ინფორმაციით, მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.8% იყო.
ამასთან, ვადაგადაცილებული სესხების 43.2% ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.
რაც შეეხება მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელს, საანგარიშო პერიოდში, 0.2%-ით გაიზარდა და 57.0%-ს გაუტოლდა.