საერთაშორისო ზარების ზღვრულ ტარიფს საჯაროდ განიხილავენ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საერთაშორისო ზარების საქართველოში ტერმინაციის (ზარის განხორციელების) ახალი ქვედა ზღვრული ტარიფის დადგენის მიზნით, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება 2014 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით დაიწყო.

როგორც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, დღეს არსებული ტარიფი 2014 წლის 1 აგვისტომდეა ძალაში და მობილურ ქსელში საზღვარგარეთიდან შემომავალი ზარის დასრულების ერთი წუთის ღირებულების ქვედა ზღვრული ტარიფი (კავშირის განხორციელება) 10 აშშ ცენტს შეადგენს, ხოლო ფიქსირებულ საკომუნიკაციო ქსელში ზარის დასრულების ერთი წუთის ღირებულების ქვედა ზღვრული ტარიფი 5 აშშ ცენტია.

საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომა 2014 წლის 15 აგვისტოს 16.00 საათზე გაიმართება. სხდომა საჯაროა.