„თიბისი ბანკმა“ 34 მილიონი აშშ დოლარის საკრედიტო რესურსი მიიღო

„თიბისი ბანკმა“ დღეს 34 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საკრედიტო რესურსი ევროპის საინვესტიციო ბანკისგან (EIB ) მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, თანხები მოხმარდება ბანკის კლიენტების მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას საქართველოში.

“ევროპის საინვესტიციო ბანკთან მრავალი წლის წარმატებული თანამშრომლობა გვაკავშირებს, ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ წარმატებით განვაგრძობთ პარტნიორობას EIB-სთან. აღნიშნული საკრედიტო რესურსით კიდევ უფრო გაძლიერა თიბისის პოზიციები მცირე და საშუალო ბიზნესის ბაზარზე. ჩვენი კლიენტები მიიღებენ შესაძლებლობას გაზარდონ თავიანთი ბიზნეს აქტივობები ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში,“ - განაცხადა „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) არის ევროკავშირის ბანკი. ეს არის ევროკავშირის გრძელვადიანი დაკრედიტების ინსტიტუტი და წარმოადგენს ერთადერთ ბანკს, რომელიც ეკუთვნის და წარმოადგენს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინტერესებს. ევროპის საინვესტიციო ბანკი გრძელვადიან ფინანსებს ხდის ხელმისაწვდომს და ხელს უწყობს ევროკავშირის პოლიტიკის მიზნებს. EIB მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებთან ევროკავშირის პოლიტიკის განხორციელების მიზნით.