პარლამენტთან იპოთეკით დაზარალებულთა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ქუთაისში პარლამენტთან იპოთეკით დაზარალებულთა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

პარლამენტის შენობასთან შეკრებილები ხელისუფლებას მათი პრობლემების დროულად მოგვარებას სთხოვენ.

,,ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ შევახსენოთ ხელისუფლებას ჩვენი პრობლემები. მაშინ, როცა ევროპაში შევდივართ, ჩვენი საკითხი უყურადღებოდ არ უნდა დატოვონ. ნუ შეგვიქმნიან ისეთ პრობლემებს, რომ ჩვენი შვილები ყაჩაღები გახდნენ. ნუ დაგვღუპავენ", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

როგორც იპოთეკით დაზარალებულები აცხადებენ, თუკი მათი პრობლემები დროულად არ მოგვარდება, ისინი ფართომასშტაბიან აქციებს გამართავენ.