ცვლილება „სილქ როუდ ბანკში“ - სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ ირაკლი მანაგაძე დაინიშნა

„სილქ როუდ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე დევიდ ფრანც ბორგერი ირაკლი მანაგაძემ შეცვალა.

აღნიშნული ცვლილება რეესტრში უკვე აისახა. ყოფილი თავმჯდომარე ბანკში რჩება, დევიდ ფრანც ბორგერი სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ისევ იქნება. ბანკის გენერალურ დირექტორად კვლავ ალექსანდრე ძნელაძე რჩება, რომელიც ამავდროულად საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელიც არის.

ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობას ინარჩუნებს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე - ვასილ კენკიაშვილი, წევრები - გიორგი მარრი, მამუკა შურღაია, მზია ქოქუაშვილი.

„სილქ როუდ ბანკში“ გადასვლამდე ირაკლი მანაგაძე „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი იყო. ის ამ თანამდებობაზე გასული წლის ზაფხულში აირჩიეს. როგორც ბანკის აქციების 75%-ზე მეტის მფლობელი აქციონერის გადაწყვეტილებაში იყო ნათქვამი, მისი ყოველთვიური დარიცხული ხელფასი 3,750 ამერიკული დოლარის ოდენობით განისაზღვრა.

ელზა წიკლაური