ჯიპიაი ჰოლდინგმა და გალფმა ერთობლივი, მასშტაბური ავტოდაზღვევის აქცია დაიწყეს

1 მარტიდან გალფისა და სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგის ერთობლივი აქცია დაიწყო.

ექსკლუზიურად გალფ კლუბის წევრებს შესაძლებლობა აქვთ ბარათზე დაგროვებული 500 ქულა 7500 ლარის ღირებულების ავტო პასუხისმგებლობისა და მგზავრების დაზღვევაში გადაცვალონ. ამისათვის საკმარისია ეწვიონ ვებ გვერდს Gpi.gulf.ge.

სანდრო კიკნაძე, ჯიპიაი ჰოლდინგის სტრატეგიული განვითარების დირექტორი: „დაზღვევის ინტეგრაცია ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებთან არის თანამედროვე ტენდენცია, რომელიც ათასობით მომხმარებლისთვის სადაზღვევო პროდუქტებით სარგებლობას ამარტივებს. ავტო პასუხისმგელობის დაზღვევა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და საჭირო სადაზღვევო პროდუქტია. ჩვენი ერთობლივი აქცია გალფ კლუბის ასეულობით ათას წევრს შესაძლებლობას აძლევს, ძალიან მარტივად, 2 წუთში, მხოლოდ დაგროვებული ქულების მეშვეობით მიიღონ 7500 ლარის ღირებულების დაზღვევა. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას, რათა ჩვენს მომხმარებლებს თანამედროვე და მათზე მორგებული სერვისები შევთავაზოთ. ამასთან, ამ პროექტის მთავარი მიზანია, გავზარდოთ დაზღვევის ხელმისაწვდომობა და ათასობით ადამიანს გავუჩინოთ ფინანსური თავდაცვის მექანიზმები გაუთვალისწინებელ შემთხვევებში.“

საბა ჯიშიაშვილი, ნავთობკომპანია გალფის საოპერაციო დირექტორი: „მოხარულები ვართ, რომ შევძელით გალფის და ჯიპიაის ერთობლივი აქციის დაწყება ავტომფლობელებისათვის. გალფის არსებულ, თუ ამ აქციის გამო ჩვენთან გადმოსულ, ახალ მომხმარებლებს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ, საწვავის შეძენასთან ერთად, რაც ყველა ავტომფლობელის ყოველდღიური საჭიროებაა, საკუთარი ავტოპასუხისმგებლობა გალფ კლუბის 500 ქულად დააზღვიონ და შეიძინონ 7500 ლარიანი ლიმიტის ავტოდაზღვევა. აქციის პარალელურად გალფის არსებული და ახალი მომხმარებლები, მარტის თვეში 100 ლიტრი ჯიფორსის საწვავის შეძენის შემთხვევაში, სხვა პრივილეგიებთან ერთად, ავტოდაზღვევის შესაძენად საჭირო 500 ქულას მიიღებენ საჩუქრად. იმედი გვაქვს ბევრი ადამიანი ჩაერთვება ჩვენს აქციაში, ყველას ვუსურვებთ მშვიდ და უსაფრთხო გადაადგილებას საკუთარი ავტოტრანსპორტით.“

***

ავტოდაზღვევა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დაღვევის სახეობაა საქართველოში, თუმცა რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 7%-ია დაზღვეული 2018 წლის სამი კვარტლის მონაცემებით. ამავე პერიოდში „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მიერ ავტოდაზღვევის მიმართულებით ანაზღუარებულმა თანხამ 7,600,000 ლარი შეადგინა.

გალფ კლუბის წევრებისთვის შემუშავებული ჯიპიაი ჰოლდინგის ავტო დაზღვევის პაკეტი ფარავს ავტოსაგზაო შემთხვევისას მესამე მხარის მიმართ მიყენებულ ზიანს და ასევე აზღვევს ავტომობილში მსხდომი მძღოლისა და მგზავრების ჯანმრთელობას.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ძალაში შედის სავალდებულო ავტო პასუხისმგებლობის დაზღვევის კანონი, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წელს საქართველოში რეგისტრირებული მილიონ ორასი ათასი ავტომობლისთვის მესამე პირის მიმართ პასუხიმსგებლობის დაზღვევა სავალდებულო გახდება.

(R)