იაპონური საავტომობილო კომპანია Subaru მსოფლიო მასშტაბით 2,27 მილიონ ავტომობილს გაიწვევს. ამის მიზეზი გახდა აღნიშნულ მანქანებში დამონტაჟებული სტოპ-სიგნალის დეფექტი, რა დროსაც მუხრუჭის სატერფულზე დაჭერის შემთხვევაში ის შესაძლოა, არ ჩაირთოს. ამის შესახებ ინფორმაცია იაპონიის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გაავრცელა.
ინფორმაციის თანახმად, საუბარია ავტომობილის ელექტროსისტემაში დამონტაჟებულ ე.წ. გადამრთველ მექანიზმზე, რომელიც შესაძლოა, სრულად გამოვიდეს მწყობრიდან. საბოლოო ჯამში კი მან შეიძლება გამოიწვიოს ძრავის გაჩერება.
გასაწვევ მოდელებს შორისაა სედანი Impreza და ქროსოვერი Forester, რომლებიც 2008 წლის სექტემბრიდან 2017 წლის მარტამდეა გამოსული. ამ დროისთვის კომპანიამ დაარეგისტრირა ათასზე მეტი მომხმარებლის საჩივარი, რომლებიც სწორედ ამ დეფექტზე მიუთითებდნენ.
Subaru წლიურად მილიონზე მეტ ავტომობილს ყიდის. ეს გაწვევა კი კომპანიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური იქნება.