ამერიკულმა ელექტრომობილების მწარმოებელმა კომპანიამ Tesla გადაწყვიტა სრულად გადავიდეს ავტომობილების ონლაინ გაყიდვების რეჟიმზე. ამის მიზანი კი საბაზისო Model 3-ის საცალო ღირებულების 35 ათას დოლარამდე შემცირება, რისი პირობაც კომპანიამ ამ მოდელის გამოსვლამდე რამდენიმე წლის წინ დადო.
კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ამიერიდან გაყიდვაში გამოვა Model 3-ის ორი ვარიანტი - 35 და 37 ათას დოლარად. მეორე ვარიანტი ავტომობილის გასავლელ მანძილს 9%-ით ზრდის, ასევე ხელმისაწვდომი იქნება ახალი სალონი, შესაბამისად, კომპანია გაუმჯობესებულ ვარიანტში მხოლოდ 6%-ით აძვირებს ფასს.
„იმისათვის, რომ ამ ფასით შევინარჩუნოთ რენტაბელურობა, ჩვენ გადავედით ავტომობილის ონლაინ გაყიდვაზე და ამიერიდან თქვენი სმარტფონის მეშვეობით ავტომობილის შესაძენად ერთი წუთი დაგჭირდებათ. ხოლო თუ ის არ მოგეწონათ, შეგიძლიათ 7 დღის განმავლობაში დააბრუნოთ“, - წერია განცხადებაში.
Model 3 - ეს არის დაბალბიუჯეტიანი ელექტრო სედანი. საბაზისო კომპლექტაციაში ავტომობილს შეუძლია ერთჯერადი დამუხტვით 350 კმ მანძილის გავლა. მისი მაქსიმალური სიჩქარეა 210 კმ/სთ, ხოლო 0-დან 100-მდე აჩქარებისთვის 6 წამზე ნაკლები სჭირდება.