ვენეციის ქალაქის საბჭომ ტურისტებისთვის გადასახადების დაწესების ინიციატივა დაამტკიცა.
რეგულაციის მიხედვით, ტურისტს, რომელიც ვენეციას ერთი დღით ეწვევა, 2019 წელს დაახლოებით 3 ევროს გადახდა მოუწევს. ამ გადასახადით ბიუჯეტში შესული თანხით ქალაქის დასუფთავების ხარჯების დაფარვა იგეგმება.
ვენეციას ყოვეწლიურად დაახლოებით 25 მილიონი ტურისტი სტუმრობს, მათგან 14 მილიონი მხოლოდ ერთ დღეს ატარებს ქალაქში. მათგან დიდი ნაწილი კი ვენეციაში საპიკნიკედ ჩადის, რის გამოც ზარალდება ადგილობრივი ბიზნესი იმ კუთხით, რომ ტურისტებისგან სარგებელს ვერ იღებს.
პარალელურად, ადგილობრივები ტურისტებით გადატვირთულ ქუჩებს უჩივიან, დასუფთავების გადასახებს კი თავად იხდიან. სწორედ ამიტომ, როგორც ქალაქის მერმა ლუიჯი ბრუნიარომ განაცხადა, მიღებული გადაწყვეტილება ვენეციაში ტურისტების ნაკადის მართვის კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.