„პროკურატურამ სრულად გამოაქვეყნოს მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მოწმედ დაკითხვის ოქმები“

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად კორძაძე გამოეხმაურა „თიბისის“ საქმეზე პროკურატურის განცხადებას, რომლითაც საგამოძიებო ორგანო უარყოფს, რომ გამოძიებას გრიფი საიდუმლო ადევს.

„ბიზნესპრესნიუსი“ კორძაძის საადვოკატო ბიუროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ჩემი განცხადების პასუხად პროკურატურამ განმარტა რომ საქმეს არ ადევს გრიფი საიდუმლო.

აღნიშნული გარემოების და იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ საქმეზე დიდია საზოგადოებრივი ინტერესი, რასაც თავად პროკურატურაც ადასტურებს, ვთხოვთ საგამოძიებო ორგანოს, სრულად გამოაქვეყნოს მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მოწმედ დაკითხვის ოქმები. მით უფრო რომ ასეთი პრეცედენტი მან უკვე შექმნა ჩვენების ცალკეული ნაწილის გამოქვეყნებით.

აღნიშნული გამორიცხავს ჩვენებიდან ამონარიდებით არასწორი წარმოდგენების შექმნას და საზოგადოებას თავად მიეცემა საშუალება გააკეთოს დასკვნები,“-აღნიშნულია განცხადებაში.

4 მარტს პარლამენტში ხაზარაძე მიდის, სებ-ი - არა
„თიბისის“ საქმის ქრონოლოგია - ეჭვები და მათი ფაქტობრივი საფუძვლები
პროკურატურა უარყოფს, რომ „თიბისი ბანკის“ საქმეს გრიფი „საიდუმლო“ ადევს