2018 წელს Worknet-მა 1 888 ადამიანი დაასაქმა - ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო დასაქმების პორტალის ანგარიშში.
მათივე ინფორმაციით, საქართველოში სულ რეგისტრირებულია 139 515 დასაქმების მაძიებელი, აქედან ყველაზე მეტი დასაქმების მაძიებელია შიდა ქართლში - 19 523, მეორე თბილისი - 18 951, მესამე აჭარა - 16 149. ყველაზე ცოტა დასაქმების მაძიებელი არის რაჭა-ლეჩხუმში, ამ რეგიონში, მისი მცირერიცხოვნობიდან გამომდინარე, სამუშაოს მხოლოდ 2 456 ადამიანი ეძებს.
Worknet.gov.ge არის ვებ-პორტალი, რომელიც სახელმწიფომ შექმნა და რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს შრომის ბაზრის ორ სუბიექტს, სამუშაოს მაძიებელსა და დამსაქმებელს. იგი კერძო დამსაქმებელს საშუალებას აძლევს მარტივად, სწრაფად და უფასოდ მოიძიოს ინფორმაცია სასურველი ადამიანური რესურსების შესახებ მთელი ქვეყნის მასშტაბით.
პორტალზე კერძო დამსაქმებელს დამოუკიდებლად შეუძლია შექმნას და მართოს საკუთარი გვერდი, გამოაქვეყნოს კომპანიაში არსებული ვაკანსია, იხილოს გამოქვეყნებული ვაკანსიის მოთხოვნების შესაბამისად სისტემის მიერ ავტომატურად შერჩეული სამუშაო.