დღეს ლოტო ,, 6/36’’-ის მე-100 საიუბილეო გათამაშებაა
რუსთავი 2-ის ეთერში დღეს ლოტო ,,6/36’’-ის მე-100 გათამაშება გაიმართება. საქართველოს ეროვნული ლატარიის ერთი-ერთი პოპულარული გათამაშების ლოტო ,,6/36’’-ის წამყვანები თიკა ფაცაცია და ილო ბეროშვილი დღეს მეასეჯერ დაატრილებენ ლოტოტრონს და ახალ გამარჯვებულებს გამოავლენენ.
საქართველოს ეროვნული ლატარიის ლოტო ,,6/36’’-ის პირველი გათამაშება რუსთავი 2-ზე 2018 წლის 20 მარტს გაიმართა და ამ 11 თვის განმავლობაში 99 გათამაშების შედეგები უპრეცედენტოდ საინტერესოა - 22 640 მოგებული ბილეთი და 3 218 107 ლარის მოგებული თანხა. ამ ხნის მანძილზე ორჯერ გათამაშდა ჯეკპოტი და მისი მფლობელები ორივეჯერ გახდნენ პენსიონერები თბილისიდან. ქალბატონმა ლალი ზურაბიშვილმა ჯეკპოტი 857 007 ლარი მოიგო, ხოლო ბატონ ივანე სომხიშვილს იღბლიანმა რიცხვებმა 547 235 ლარი მოაგებინა.
ლოტო,, 6/36’’-ის გათამაშება ყოველ სამშბათსა და პარასკევს რუსთავი 2 -ის ეთერში 9 საათიანი კურიერის დაწყებამდე იმართება. ბილეთების შეძენა კი შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით საქართველოს ეროვნული ლატარიის და საქართველოს ფოსტის სერვის ცენტრებში, ლოტოს დაბრენდილ ჯიხურებში, ასევე ონლიან კომპანიის ვებგვერდზე www.lotto.ge -ზე.
გახსოვდეთ, იგებს ის ვინც თამაშობს, მოგება კი შეუძლია ყველას!