”ბილაინმა” წამახალისებელ გათამაშებაში გამარჯვებულები დააჯილდოვა

კომპანია ”ბილაინმა” წამახალისებელ გათამაშებაში გამარჯვებული ხუთი ყველაზე იღბლიანი აბონენტი გამოავლინა და ფულადი ჯილდო გადასცა.

გათამაშება სამი თვის განმავლობაში გრძელდებოდა და ყოველ შევსებულ სამ ლარზე, ”ბილაინის” აბონენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გათამაშების ერთი ბილეთი მიეღოთ. გათამაშების მსვლელობისას პორტირებული აბონენტის ნომერზე კი წამახალისებელი გათამაშების ხუთი ბილეთი რეგისტრირდებოდა.

წამახალისებელი გათამაშების ფარგლებში ”ბილაინს” სოლიდური ფულადი პრიზები ჰქონდა დაწესებული. 10 ათასი ლარი კომპანია ”ბილაინისგან” ტატიანა ბოხუამ მოიგო, მაია ხურციძეს 15 ათასი ლარი ხვდა წილად, ლია კუპრაძემ 40 ათასი ლარი მოიგო, 50 ათასი პაატა თურმანიძეს გადაეცა. ”ბილაინის” გამარჯვებულთა შორის კი ყველაზე იღბლიანი გივი წამალაიძე აღმოჩნდა, რომელსაც მობილურმა ოპერატორმა 200 ათასი ლარი გადასცა.

იხილეთ ვიდეო: 5 შანსი 3 მილიონ ბილეთს შორის - "ბილაინმა" იღბლიანი აბონენტები დააჯილდოვა