კონკურენციის სააგენტო ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგს ახორციელებს

კონკურენციის სააგენტო ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგს ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, საკითხის შესწავლა - შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვა და დამუშავება მიმდინარეობს.

„საქართველოს სახალხო დამცველის მიერ „2017 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ ანგარიშში გაცემული რეკომენდაციით, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული 2018 წლის 19 ივლისის N3148-რს დადგენილების მე-18 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს კონკურენციის სააგენტო ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგს ახორციელებს. სფერო ძალიან ფართოა და რაოდენობრივი. საკითხის შესწავლის პარალელურად, მიღებული შედეგები გასაჯაროვდება,“-აღნიშნულია განცხადებაში.

თაია არდოტელი