თბილისის ცენტრალურ უბნებში კომერციული ფართების გაყიდვისა და გაქირავების ტენდენცია საგრძნობლად შემცირებულია. ამის შესახებ უძრავი ქონების სააგენტო myclient.ge-ში აცხადებენ.
ამის მიზეზად სააგენტოში კომერციული ფართების ფასს ასახელებენ, რომელსაც მესაკუთრეები თავიანთი სურვილის მიხედვით, თუმცა, შეუსაბამოდ ადებენ, რაც ინვესტორებისთვის მისაღები ღირებულებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.
როგორც კომპანიის დირექტორი გვანცა გუჯელაშვილი განმარტავს, „კომერციული ფართები ყველაზე მეტად აღმაშნებლის გამზირზე გამოცარიელდა, მაშინ როცა ეს ქუჩა უცხოელი ინვესტორების მხრიდან ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და შესაბამისად, დაკავებულიც იყო“.
„ცენტრალურ უბნებში კომერციული ფართების ღირებულება (კვადრატული) 3000-5000 ლარის ფარგლებში მერყეობს, მესაკუთრეები კი თითქმის ორმაგს აფასებენ. ანუ, ბაზარზე არის ასეთი მდგომარეობა - ერთი მხრივ, ყველას უნდა, საკუთარი უძრავი ქონება ერთგვარ შემოსავლის წყაროდ აქციოს, გაყიდოს ან გააქირავოს, მაგრამ ამის მიუხედავად, ხდება ისე, რომ მესაკუთრეები არასწორად, ბაზრის მოთხოვნებისგან განსხვავებულ ფასს ადებენ ქონებას, რაც თავისუფალი ფულადი სახრების დაბანდების მსურველებს აფრთხობს და შესაბამისად, მათ შორის მოლაპარაკებების წარმოება შეუძლებელია,“-აცხადებს გუჯელაშვილი.
Myclient.g-ს ბროკერების თქმით, კომპანიას სხვადასხვა საქმიანობის განხორციელების მიზნით, კომერციული ფართების ყიდვის ან დაქირავების სურვილით ყოველდღიურად მიმართავენ ინვესტორები.
მოთხოვნიდან გამომდინარე ყველაზე მოთხოვნადი ტერიტორიებია: აღმაშენებლის გამზირი, ვაკე-საბურთალო და ძველი თბილისი.
„როდესაც ჩვენთან მოდიან ადამიანები, რომლებსაც კომერციული საქმიანობისთვის სურთ ფართის დაქირავება, ისინი ცალსახად განმარტავენ, რომ იჯარის ოდენობამ ფართის ღირებულების ამოღება 10 წელიწადში უნდა მოახდინოს,“- განმარტავენ სააგენტოში.