აზერბაიჯანიდან საქართველოში გაზის მიწოდება შესაძლოა, 11%-ით გაიზარდოს - ამის შესახებ Trend-ს აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR-ში განუცხადეს.
როგორც Day.az წერს, 2019 წლის ორ თვეში აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR-მა საქართველოში 500 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის იმპორტი განახორციელა. წლის ბოლომდე მიწოდება 1,260 მლრდ კუბურ მეტრს შეადგენს.
SOCAR-ში აცხადებენ, რომ 2019 წელს სახელმწიფო ნავთობკომპანია ყველა პრობლემის გათვალისწინებით საქართველოს დაახლოებით 2,45 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიაწვდის, რაც 2018 წლის მაჩვენებელზე 11%-ით მეტია.
რაც შეეხება ავტოგასამართ სადგურებს (აგს), ბოლო მონაცემებით SOCAR-ი საქართველოში 113 აგს ფლობს.
SOCAR-ი საქართველოში აზერბაიჯანის საბადოებიდან მოპოვებული ბუნებრივი აირის ექსპორტს ახორციელებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, გაზის მოპოვება ხდება „შაჰ დენიზის“ საბადოზე, აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიის და უცხოელი ინვესტორების მონაწილეობით.
ამ დროისათვის SOCAR-ი საქართველოში როგორც ბუნებრივი აირის ძირითადი მომწოდებელია, ასევე ახორციელებს ქვეყანაში ნავთობის და ნავთობპროდუქტების იმპორტს.