მეტროსადგურებთან შესაძლოა, Bike Parking-ი მოეწყოს - იდეა მერს

თბილისში, მეტროსადგურებთან შესაძლოა, Bike Parking-ი მოეწყოს - აღნიშნული ინიციატივა თბილისის მერიის ვებგვერდზე განთავსებულ, ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეებს შორის ერთ-ერთია.

იდეის ავტორის მიერ წარდგენილი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, ველოსიპედებისერთი საპარკინგე ადგილი 23 მეტროსადგურთან მოეწყობა და თითო სულ 150 ლარი დაჯდება, ჯამში 3 450 ლარი.

"თბილისში ველოსიპედის პარკინგი გვხვდება გარკვეულ ადგილებში. ქალაქში გადატვირთული მოძრაობის განსატვირთავად, კარგი იქნება Bike Parking-ის სხვადასხვა პუნქტებზე განთავსება. ხშირ შემთხვევაში, რთულია მეტრო სადგურებამდე სამარშრუტო ტაქსებით მისვლა. ველოსიპედით წასვლა კი, როგორც ჯანსაღი ცხოვრების წახალისებას შეუწყობს ხელს, ისე ქალაქში ავტომობილების შემცირებას. ბევრს გასჩენია მეტორმდე ველოსიპედით მისვლის სურვილი, თუმცა შემდეგ სად გააჩერონ? დაახლოებით, მითითებულია ხარჯები. ვფიქრობ, ეს შედეგს მოგვცემს და მოძრაობა განიტვირთება. ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა კი მეტად დასაფასებელია. გისურვებთ წარმატებას",-აღნიშნულია მოქალაქის განცხადებაში.

თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ვებგვერდზე 388 მიმდინარე, 277 დაბლოკილი, 466 არშემდგარი იდეა ფიქსირდება. 17 იდეა განხილვის პროცესშია, ორი უკვე შეთანხმებული, 1 კი უარყოფილია.

ნინი ქეთელაური