„თიბისი ბანკის“ საქმეზე გამოძიება იმის დასადგენად მიმდინარეობს - ჰქონდა თუ არა ადგილი შესაძლო დანაშაულს

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად - იყო თუ არა სახეზე შესაძლო დანაშაული“.

ამის შესახებ პროკურორმა სალომე ჩიქობავამ „თიბისი ბანკის“ საქმეზე საუბრისას გადაცემაში „მთელი ამბავი ელისო ჯარიაშვილისგან“ განაცხადა.

მისივე თქმით, მას შემდეგ რაც გამოიკვეთება კონკრეტული დანაშაულის არსებობა ან არარსებობა, დღის წესრიგში უკვე დაზარალებული მხარის ვინაობის დადგენის საკითხი დადგება.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად - იყო თუ არა სახეზე შესაძლო დანაშაული. მას შემდეგ რაც გამოიკვეთება კონკრეტული დანაშაულის არსებობა ან არარსებობა, უკვე დაზარალებული მხარის ვინაობის დადგენის საკითხი დადგება დღის წესრიგში. პროკურატურა იძულებული გახდა გაესაჯაროებინა ინფორმაცია მხოლოდ მას შემდეგ, რაც აღნიშნული ცნობა უკვე ჰქონდა მასმედიას და საზოგადოებას. ტრანზაქციებთან დაკავშირებით, შემიძლია გითხრათ, რომ სესხის ხელშეკრულებები გაცემულია ბანკის შესაბამისი კომიტეტის მიერ, მაგრამ ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია დავასახელოთ ის პირები, ვისაც ხელშეკრულებები ხელმოწერილი აქვს. რაც შეეხება ბუცხრიკიძეს ვახტანგ ბუცხრიკიძე ჯერჯერობით არ დაკითხულა, თუმცა, იგეგმება და მომდევნო ეტაპზე ისიც აუცილებლად დაიკითხება,“-აღნიშნა პროკურორმა ჩიქობავამ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში, კერძოდ, 8 იანვარს პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკის“ დოკუმენტაციის ამოღებისა და შესწავლის ფაქტზე გავრცელდა ინფორმაცია. პროკურატურის ცნობით, „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. ოფიციალური ვერსიით, საქმე ბანკის მიერ 2007-2008 წლებში განხორციელებულ ტრანზაქციებს ეხება.

თაია არდოტელი
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პარლამენტში მივიდნენ
რომან კაკულია: "დავშანტაჟდი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით..."
ვახტანგ ბუცხრიკიძე არ დაკითხულა, მაგრამ  აუცილებლად დაიკითხება - პროკურატურის პასუხები „თიბისის“ საქმეზე