ეტყობა ვიღაცამ რაღაცა გადაწყვიტა, ვიღაცას არ მოვეწონეთ და ეს ყველაფერი ხდება, რაც ხდება, - ასე უპასუხა „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ „ევროპული საქართველოს“ დეპუტატის, ოთარ კახიძის კითხვას, თუ ვინ შეიძლება იდგეს „თიბისი ბანკის“ წინააღმდეგ ოკრესტირებული შეტევის უკან.
მამუკა ხაზარაძის თქმით, მისთვის გაუგებარია ის მიზეზები, თუ რას ემსახურება ბანკის წინააღმდეგ დაწყებული პროცესები.
„ვინ დგას - მე გითხარით. ვინ დგას ამის უკან და მე მგონი, უკვე ყველა დგას ამ ამბების უკან. ერთადერთი, რას ემსახურება და რატომ, ეს მე არ ვიცი. რა არის ამის მიზეზი, სიმართლე გითხრათ, დღესაც ვერ გავიგე. შეიძლება ვინმეს ეგონოს, რომ ჩვენ პოლიტიკური ამბიციები გვაქვს, ვიღაცას ეგონოს, რომ ჩვენ ვიღაცაზე შეკრულები ვართ. თქვენ მაინც იცით, რომ პირველად ვარ მე პარლამენტარების წინაშე. არავისთან - თქვენთან კონტაქტი არ მქონია არა იმის გამო, რომ მერიდება. უბრალოდ, ჩვენი საქმე გვაქვს ბევრი და არასდროს პოლიტიკურ პროცესებში ჩარეული არ ვარ. ეტყობა ვიღაცამ რაღაცა გადაწყვიტა, ვიღაცას არ მოვეწონეთ და ეს ყველაფერი ხდება, რაც ხდება,“ - განაცხადა ხაზარაძემ.