საქართველოს ეროვნული ლატარიის ონლაინ ,,ლოტო 5/35-ის’’ გათამაშება დღეიდან რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში, ყოველდღე, 9 საათიანი კურიერის დაწყებამდე გაიმართება.
,,5/35-ოქროს ბურთის’’ ჯეკპოტი უკვე 100 000 ლარზე მეტია, ასევე 50 000 ლარზე მეტია მეორე საპრიზო კატეგორიაც. ,,ლოტო 5/35’’-ის ბილეთის ღირებულება მხოლოდ 1 ლარია და მისი შეძენა შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით ეროვნული ლატარიის სერვის-ცენტრებში, ლოტოს ჯიხურებში და ყველგან სადაც იყიდება ,,ლოტო 6/36’’-ის ბილეთები, ასევე ონლაინ საქართველოს ეროვნული ლატარიის ვებ-გვერდზე www.lotto.ge -ზე.
,,ლოტო 5/35-ოქროს ბურთის’’ გათამაშება ყოველდღიურად იმართებოდა 22 სთ-ზე საქართველოს ეროვნული ლატარიის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე https://www.facebook.com/lotto.ge.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ მიიღო გადაწყვეტილება ერთგული მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადოს ,,5/35-ოქროს ბურთის’’ გათამაშება, 4 მარტიდან მაყურებლებს საშუალება ექნებათ ,,ოქროს ბურთის’’ ჩამოვარდნას ყოველდღიურად რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში 20:50 სთ-ზე დაელოდონ.
ამ დროისთვის, ,,5/35 - ოქროს ბურთში მოგების სახით უკვე გაცემულია 187 ათას ლარზე მეტი. გათამაშების წამყვანები კვლავ ანანო სახელაშვილი და მარიამ გველესიანი იქნებიან.