ანაკლიის პორტის პროექტს უკვე ძალიან დიდი ზიანი მიადგა იმ რამდენიმე განცხადებით, რომელიც გაკეთდა სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ანაკლიის პროექტი ვერ განხორციელდება კერძო-საჯარო პარტნიორობის გარეშე. ეს შეუძლებელია. ეს არის სახელმწიფოსა და კერძო სტრუქტურას შორის პარტნიორობის შედეგად შესაძლებელი პროექტი. ჩვენ დღეისათვის, ვფიქრობ, რომ კარგი ტემპით მივდივართ, უბრალოდ, ხაზი მინდა გავუსვა ასეთი ტიპის დაპირისპირება და ასეთი ტიპის რეპუტაციული ზიანის მიყენების მცდელობა, გინდა თუ არ გინდა, დიდ ზიანს აყენებს თავად პროცესს. ჩვენ ვსაუბრობთ უზარმაზარი თანხის მოზიდვაზე, ამიტონ მინდა ყველას მოვუწოდო, ვისაც ანაკლიის ბედი აღელვებს, ვიფიქროთ იმაზე, რომ ისეთი ნაბიჯი არ გადაიდგას, რომელიც ძალიან ფაქიზ და უმნიშვნელოვანეს ე.წ. ფანდრაიზინგის პროცესს ზიანს მიაყენებს. თუმცა რამდენიმე განცხადებით, რომელიც გაკეთდა სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან, ძალიან დიდი ზიანი უკვე მიადგა. ჩვენი მხრიდან არანაირი შეფერხება არ იქნება თუ სახელმწიფოს მხრიდან იქნება ის კორპორაცია და მხარდაჭერა, რომელიც გვჭირდება ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისათვის“, - განაცხადა ჯაფარიძემ.