ქართულ ბიზნესში რწმენა არის დაკარგული, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მამუკა ხაზარაძის თქმით, დღეს „ოთახებში და კულისებში“ ხდება გადაწყვეტილებების მიღება.
„პრაქტიკულად, სიმართლის განცდა არ არის. ერთხელ და სამუდამოდ ეს სადღაც ამოხეთქავდა. ახლა იმის თქმა, რომ ცხრა წლის წინათ უფრო რთული იყო... ხომ უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი და ხომ უნდა დავიწყოთ ახალი ცხოვრება, ხომ უნდა ვილაპარაკოთ ხვალინდელ დღეზე? მე გეუბნებით, რომ ქართული ბიზნესი აი, ამ სტერეოტიპით არის შეპყრობილი. სათქმელი იცი რამდენი აქვთ?! - ძალიან ბევრი აქვთ, მაგრამ ოთახებში და კულისებში უნდა მოხდეს გადაწყვეტილება. მე შეცდომა დავუშვი პირდაპირ გეუბნებით, რომ ერთ-ერთ შეხვედრაზე ვიყავი - თქვენ იცით, რა შეხვედრაზე ვსაუბრობ, ეს იყო წარმოუდგენელი შეხვედრა, რომელსაც ვნანობ. მოდით, ერთმანეთს თვალებში ვუყუროთ და გულწრფელად ვილაპარაკოთ“, -განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.