მამუკა ხაზარაძე - სებ-ში მითხრეს, იქნებ გვიჩივლოო

„იქნებ მიჩივლოო - ასე მითხრეს, ერთ-ერთ შეხვედრაზე ეროვნულ ბანკში, მას შემდეგ რაც 10 ათას ლარიანი ჯარიმა დაგვეკისრა,“-ამის შესახებ „თიბისის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

„ეროვნული ბანკის და შს მინისტრის ტანდემის შესახებ ვერაფერს ვიტყვი, როცა 10 ათასი ლარით დაგვაჯარიმა სებ-მა, მივედი და ვუთხარი პირდაპირ, რომ მითხარით რა გინდათ, რადგან მაშინ არ მეგონა, ასეთი ამბავი მიდიოდა კულისებში. მაშინ შეხვედრაზე - ხელები აწია და აი პოლიტიკოსებიო... მაშინ მივხვდი, რომ ეს ორგანო არ არის დამოუკიდებელი. მაშინ მითხრა, იქნებ მიჩივლო და წავედით სასამართლოში. როგორც ჩანს, ეს 10 ათასი არ მოეწონა ვიღაცეებს და უკვე დაგვაჯარიმეს მილიონით,“- განაცხადა ხაზარაძემ.

თაია არდოტელი
ეროვნულ ბანკს პარლამენტში კიდევ ერთხელ იბარებენ
„ევროპული საქართველო" მამუკა ხაზარაძის განცხადებასთან დაკავშირებით გიორგი გახარიას პარლამენტში იბარებს და საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს
ეროვნული ბანკი მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეხმაურება