ონალინ-რითეილერი Amazon-ი პროდუქტების მაღაზიის ახალი ქსელის გახსნას აპირებს. პირველი მათგანი მუშაობას წელსვე დაიწყებს. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.
გამოცემის წყაროს ცნობით, Amazon-ს გათვლილი აქვს, რომ ათობით სავაჭრო ცენტრი გახსნას ამერიკის მსხვილ ქალაქებში, მათ შორის, სან-ფრანცისკოში, სიეტლში, ჩიკაგოში, ვაშინგტონში და ფილადელფიაში. პირველი მაღაზიის გახსნა კი ლოს-ანჯელესში იგეგმება. კომპანიამ უკვე გააფორმა სულ ცოტა ორი კონტრაქტი ფართის ქირაობაზე.
საერთო ჯამში, კომპანია 2 ათასამდე სავაჭრო ქსელის გახსნას აპირებს.
როგორც გამოცემა წერს, ახალი მაღაზიები განსხვავებული იქნება Whole Foods Market-ის მაღაზიებისგან, რომელსაც უკვე ფლობს Amazon-ი. მასში უპირატესად ორგანულად სუფთა წარმოების პროდუქტებს ყიდიან, რომლებიც ხელოვნური კონსერვანტებისგან და საღებავებისგან არის დაცლილი.