„თიბისის“ აქციებზე ფასი ეცემა. 4 მარტს, მას შემდეგ რაც ლონდონის საფონდო ბირჟა გაიხსნა, „თიბისი ბანკის“ აქციების ფასი 1.43%-ით დაეცა.
ბირჟის გახსნისას აქციის ფასი 15,70 გირვანქა სტერლინგი იყო, ამ ეტაპზე კი 15,16 გირვანქა სტერლინგია. ამასთან, ამ დროისთვის „თიბისის“ საბაზრო კაპიტალიზაცია 834.28 მლნ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.