ავტომობილების განმეორებითი ინსპექტირებისას, მხოლოდ დახარვეზებული დეტალი აღარ შემოწმდება.
ამის შესახებ ცვლილება ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეგლამენტში შევიდა.
კერძოდ, ცვლილების თანახმად, განმეორებითი ინსპექტირებისას ავტოსატრანსპორტო საშუალების ვიზუალური შემოწმებაც განხორციელდება.
საუბარია ავტომობილის ფარის, ბამპერის, საბურავის, საქარე მინის, გამონაბოლქვი აირების მოჭარბებული კვამლიანობის, ძარისა და ძარის სხვა ელემენტების გარეგნულ დათვალიერებაზე.
შეგახსენებთ, რომ ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლიდან ეტაპობრივად მიმდინარეობს. 2019 წლის 1-ლი იანვრიდან კი ყველა ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის სავალდებულოა.