ტაქსებს ტექნიკური ინსპექტირების გავლა წელიწადში ორჯერ მოუწევთ.
ამის შესახებ ცვლილება ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეგლამენტში შევიდა.
კერძოდ, ცვლილების მიხედვით, ტაქსები პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ავტომობილის გამოშვებიდან ერთი წლის შემდეგ, ხოლო ყოველ მომდევნო ტექინსპექტირებას ექვს თვეში ერთხელ გაივლიან.
„ამით ცვლილება შევიდა ტექინსპექტირების რეგლამენტში, რომლითაც ტაქსების ტექინსპექტირება წელიწადში ერთხელ უნდა განხორციელებულიყო.
რეგლამენტში შესული სიახლე ასევე შეეხო შემდეგ ვალდებულებებს: იდენტიფიკაციის მიზნით სატრანსპორტო საშუალების ფერის დადგენის ვალდებულებას; მესაკუთრის ვალდებულებას - სატრანსპორტო საშუალების ფერის შეცვლის შემთხვევაში მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს; მინების დამუქების ინსპექტირების ვალდებულებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.