ბათუმის ბულვარში, პარკში და სკვერში მოტოციკლით, კვადროციკლით და ელექტრომობილით გადაადგილება აიკრძალება

ბათუმის ბულვარში, პარკში და სკვერში მოტოციკლით, კვადროციკლით და ელექტრომობილით გადაადგილება პირველი მაისიდან აიკრძალება, - აღნიშნული გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულოში მიიღეს.

როგორც სხდომაზე განაცხადეს, აღნიშნული ინიციატივა ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას ეკუთვის. უწყებამ ბათუმის საკრებულოს წერილობით რამდენიმე დღის წინ მიმართა. ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ გადაწყვეტილება ბათუმის ბულვარში უსაფრთხო გადაადგილებას შეუწყობს ხელს.

შეგახსენებთ, რომ ტურისტულ სეზონზე, ბათუმის ბულვარში აღნიშნული ტრანსპორტით გადაადგილების შედეგად, არაერთი მოქალაქე დაშავდა.