მსოფლიო ბანკის რეიტინგის მიხედვით, გენდერული თანასწორობა სრულად მხოლოდ 6 ქვეყანაშია უზრუნველყოფილი

საქართველო „მსოფლიო ბანკის“ მიერ ჩატარებული კვლევის „ქალები, ბიზნესი და კანონი 2019“-ის მიხედვით 178 ქვეყანას შორის 79-ე ადგილს 79.38 ქულით იკავებს, რაც საშუალოზე ოდნავ მაღალი მაჩვენებელია.

იმის დასდგენად, თუ როგორ შეიცვალა ქალთა შრომითი უფლებები და კანონმდებლობა გენდერული კუთხით ბოლო 10 წლის განმავლობაში, მსოფლიო ბანკმა კვლევა ჩაატარა. კვლევის შედეგად ქვეყნები ფასდებოდნენ 1-დან 100 ქულამდე, სადაც 100 ქულა ნიშნავს სრულ გენდერულ თანასწორობას.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ქალთა შრომითი უფლებების შესადარებლად მსოფლიო ბანკმა კვლევაში გამოიყენა 8 მთავარი განმასხვავებელი ინდიკატორი, მათ შორის - სამუშაო ადგილების მოძიება, სამსახურის დაწყება, ანაზღაურების მიღება, ქორწინება, ბავშვის ყოლა, ბიზნესის დაწყება, აქტივების მართვა და პენსიის მიღება.

ქვეყნების საშუალო მაჩვენებელმა 74.71 შეადგენა. აღსანიშნავია, რომ 100 ქულიანი შეფასება მხოლოდ 6-მა ქვეყანამ - ბელგიამ, დანიამ, საფრანგეთმა, ლატვიამ, ლუქსემბურგმა და შვედეთმა მიიღეს. ყველაზე დაბალი შედეგი კი, 25.63 ქულა საუდის არაბეთს აქვს.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში განვითარებადმა ქვეყნებმა მაჩვენებელი გააუმჯობესეს. მაგალითად, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას 10 წლის წინ 42.5 ქულა მიენიჭა, მიმდინარე წელს კი 70 ქულას მიაღწია. აღსანიშნავია, რომ 10 წლის წინ ჩატარებული კვლევის თანახმად ვერცერთმა ქვეყანამ ვერ შეძლო სრული 100 ქულის მიღება.

მოამზადა ბექა ბერიაშვილმა