რომელ ქვეყნებში მიფრინავს ყველაზე მეტი ადამიანი საქართველოს აეროპორტებიდან

საქართველოს ავიაბაზარი თანდათან იზრდება და ვითარდება. საჰაერო სივრცით სულ უფრო და უფრო მეტი მგზავრი სარგებლობს.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, თუ საქართველოს აეროპორტებით 2017 წელს 4,073,959 მგზავრმა ისარგებლა, 2018 წელს ეს მაჩვენებელი 23%-ით გაიზარდა და 5,033,323 გახდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რომელ ქვეყნებში სრულდება ყველაზე ხშირად ფრენები ქუთაისის, ბათუმის და თბილისის საერთაშორისო აეროპორტებიდან. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით.

2018 წელს თბილისის აეროპორტიდან გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა 20%-ით გაიზარდა.

2017 წელს თბილისის აეროპორტიდან რეისები 25 მიმართულებით სრულდებოდა: გერმანია, არაბთა გაერთიანებული საემიროები, რუსეთი, საბერძნეთი, ნიდერლანდები, ავსტრია, თურქეთი, ისრაელი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, პოლონეთი, სომხეთი, ირანი, ყატარი, ბელორუსი, ეგვიპტე, ლატვია, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, ბაჰრეინი, ლიბანი, იორდანია, ქუვეითი და ჩეხეთის მიმართულებით.

2018 წელს თბილისის აეროპორტიდან მიმართულებების რაოდენობა 34-მდე გაიზარდა და დაემატა ესპანეთი, იტალია, ომანი, რუმინეთი, საფრანგეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, საუდის არაბეთი და ბელგია.

2018 წლის 5 ყველაზე მოთხოვნად ქვეყანა თბილისის აეროპორტიდან: (სტატისტიკაში შედის როგორც გაფრენა ასევე ჩამოფრენა)

2018 წელს ქუთაისის აეროპორტიდან გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა 52%-ით გაიზარდა.

ქუთაისის აეროპორტიდან 2018 წელს რეისები 15 მიმართულებით სრულდებოდა: ავსტრია, რუსეთი, პოლონეთი, ლიტვა, ლატვია, უნგრეთი, საბერძნეთი, კვიპროსი, გერმანია, იტალია, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, რუმინეთი, საფრანგეთი და ჩეხეთი.

ქუთაისის აეროპორტიდან 5 ყველაზე მოთხოვნადი ქვეყანა იყო: (სტატისტიკაში შედის როგორც გაფრენა ასევე ჩამოფრენა)

2018 წელს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა 20%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება ბათუმის აეროპორტიდან შესრულებულ რეისებს, 2018 წელს აღნიშნული აეროპორტიდან რეისები შესრულდა შემდეგი მიმართულებით: რუსეთი, თურქეთი, ისრაელი, უკრაინა, ბელორუსი, ირანი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ყაზახეთი, იორდანია, ლიბანი და პოლონეთი.

რაც შეეხება ყველაზე მოთხოვნად ქვეყნებს ბათუმიდან, 2018 წელს: (სტატისტიკაში შედის როგორც გაფრენა, ასევე ჩამოფრენა)

ლიკა ამირაშვილი