საკრებულოს გადაწყვეტილებით, ბათუმში K2 კოეფიციენტთან დაკავშირებით შეზღუდვები დაწესდა.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, მცირე ნაკვეთებზე ინდივიდუალურად, მრავალსართულიანი შენობების განთავსება იზღუდება. მაგალითად, თუ მესაკუთრეს 600-დან 1200 კვადრატულ მეტრამდე მიწის ნაკვეთი აქვს და ტერიტორიაზე მშენებლობას გეგმავს, K2 კოეფიციენტს 50% -ზე მეტად ვერ გაზრდის, 2500 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობის მიწის ნაკვეთზე დაგეგმილი მშენებლობის საკითხს კი კვლავ ზონალური საბჭო განიხილვას.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, თბილისის მერმა, კახა კალაძემაც დააანონსა გადაწყვეტილება K2 კოეფიციენტის გაყიდვის აკრძალვის შესახებ და ამ ცვლილებით თბილისის მერი ქალაქის „ქაოტური განაშენიანების“ შეზღუდვას გეგმავს, თუმცა ეს შეზღუდვა უკვე გაცემულ სამშენებლო ნებართვებზე არ გავრცელდება.
ამასთან, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა და K2 კოეფიციენტთან დაკავშირებული ცვლილებები ერთდროულად დამტკიცდება.
ცნობისთვის, მიწის ფართობი მრავლდება K2 კოეფიციენტზე და იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ რა მოცულობის შენობის აშენების ნებართვა უნდა გაიცეს დეველოპერზე. მაგალითად, თუ მიწის ნაკვეთი 400 კვ.მ-ია, ნორმატიული K2 კი 1.8, საპროექტო K2-ს მივიღებთ : 400*1.8=720 კვ.მ. ესე იგი, შენობის სართულების საერთო ფართი არ უნდა აღემატებოდეს 720 კვ.მ-ს.