„სირცხვილი თქვენ - „თიბისის” მიმართ ივანიშვილის მიერ გამოცხადებულ ომზე მეტად შოკისმომგვრელი ქართული ბიზნესის წარმომადგენლების ჩუმი დამოკიდებულებაა“

“თიბისის” მიმართ ივანიშვილის მიერ გამოცხადებულ ომზე მეტად შოკისმომგვრელი არის ქართული ბიზნესის წარმომადგენლების ჩუმი და დამყოლი დამოკიდებულება“.

ამის შესახებ საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ფადი ასლი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

„ბიზნესპრესნიუსი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ხაზარაძის განცხადების პასუხად მინისტრმა ქობულიამ თქვა, რომ მას არ მოუსმენია და გაუგია ინვესტორების კატასტროფული შეფასებები “თიბისი ბანკის” საქმეზე! 2018 წელს უცხოური ინვესტიციების 1.5 ბილიონ დოლარზე ქვემოთ არსებული მდგომარეობით, ძალიან მადლიერი ვიქნები თუ მინისტრი ქობულია გამოაქვეყნებს იმ უცხოელი ინვესტორების სახელებს და გვარებს, რომლებსაც შეხვდა ბოლო პერიოდის განმავლობაში. მას ასევე ვურჩევდი რომ მათთან ამიერიდან გადაიღოს ხოლმე ფოტოები, ისე როგორც ეგზოტიკურ ცხოველებთან იღებენ ხოლმე ფოტოებს, რადგან უცხოელი ინვესტორები საქართველოში უკვე ძალიან იშვიათად თუ გვხვდებიან. “თიბისის” მიმართ ივანიშვილის მიერ გამოცხადებულ ომზე მეტად შოკისმომგვრელი არის ქართული ბიზნესის წარმომადგენლების ჩუმი და დამყოლი დამოკიდებულება! სირცხვილი თქვენ!,”-წერს ასლი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

„ეს კინო უკვე ნანახი მაქვს... პირველი სერია გადავიტანეთ“ - წერეთელი პროკურატურის მიერ გასაჯაროებულ წერილს პასუხობს
ექსპერტის ვერსიით, მუქარისშემცველი წერილის ადრესატი მამუკა ხაზარაძე არ ყოფილა - ვინ იყო შუამავალი ხაზარაძესა და გახარიას შორის
რა წერია წერილში, რომლითაც ხაზარაძის თქმით, გიორგი გახარია ემუქრებოდა