2018 წლის მე-4 კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 684.5 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 3.7 პროცენტით აღემატება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 40.6 პროცენტი ქალი, ხოლო 59.4 პროცენტი - კაცია. საქსტატის ცნობით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 36.2 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 21.6 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 42.2 პროცენტი - მცირე ბიზნესზე ნაწილდება. ამასთან, ბიზნეს სექტორში დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ საანგარიშო პერიოდში 647.6 ათასი კაცი შეადგინა. საწარმოთა მთლიანი დანახარჯები კი პერსონალზე - 2 582.4 მილიონი ლარით განისაზღვრა.