ვაშლის ღვინოს წარმოება შესაძლოა, აქციზის გადასახადისგან გათავისუფლდეს

ვაშლის სიდრი ანუ დაბალალკოჰოლური ვაშლის ღვინოს წარმოება შესაძლოა, აქციზის გადასახადისგან გათავისუფლდეს.

ამის შესახებ საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში უკვე წარდგენილია.

როგორც წინადადებაშია აღნიშნული, ამ ეტაპზე - ვაშლის სიდრზე, პერსა და თაფლის სასმელზე აქციზი ლიტრზე 2.5 ლარია; მაშინ როცა იგივე იმპორტირებული პროდუქტი იბეგრება 2.5 ლარზე ნაკლები თანხით - 0.5 ევრო ლიტრზე.

ამასთან, როგორც საკანონმდებლო წინადადებაშია აღნიშნული, ვაშლის მწარმოებელ უმეტეს ქვეყნებში ვაშლის სიდრის წარმოება აქციზის გადასახადისგან გათავისუფლებულია. შესაბამისად, ინიციატივის მიზანი აღნიშნულ სახელმწიფოთა პრაქტიკის გაზიარებაა.

თაია არდოტელი