ამერიკის სავაჭრო დეფიციტი 10 წლის მაქსიმუმზეა

2018 წლის განმავლობაში ამერიკის სავაჭრო დეფიციტმა ბოლო 10 წლის მაქსიმუმს მიაღწია. მიუხედავად თეთრი სახლის პროტექციონისტული პოლიტიკისა, ეს მაჩვენებელი ამერიკის სასარგებლოდ მაინც არ შეცვლილა.

სავაჭრო დეფიციტი 2018 წელს 68,8 მილიარდი დოლარით, ანუ 12,5%-ით გაიზარდა და 621 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2008 წლის მაქსიმუმის დონეა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის ვაჭრობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 2017 წელს სავაჭრო დეფიციტი 552,3 მილიარდი იყო.

გასულ წელს ამერიკაში ექსპორტი 6,3%-ით 2,5 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო იმპორტი 7,5%-ით გაიზარდა და 3,12 ტრილიონი შეადგინა.

კოკა კვირკველია