გიორგი ქობულია „თიბისი ბანკის" საქმის შესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე - მივესალმები ყველა ნაბიჯს, რომელიც დააჩქარებს ამ პრობლემის მოგვარებას

მივესალმები ყველა ნაბიჯს, რომელიც დააჩქარებს პრობლემის მოგვარებას,- ასე პასუხობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია პარლამენტში „თიბისი ბანკის" საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე დასმულ კითხვას.

„მგონია, რომ რაც უფრო სწრაფად მოხდება ამ საკითხისა და ამ პრობლემატური დისკუსიის დასრულება, მით უფრო კარგი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და ყველა ინვესტორისთვის. ამიტომ მე მივესალმები ყველა ნაბიჯს, რომელიც დააჩქარებს ამ პრობლემის მოგვარებას”, - განაცხადა ქობულიამ.

შეგახსენებთ, „თიბისი ბანკის" საქმეზე არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას უჭერს მხარს.