რა შემოსავალი მიიღო საქართველომ ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიდან

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის იანვარში ხილისა და კაკლის ექსპორტიდან შემოსულმა თანხამ 5,1 მლნ დოლარი შეადგინა. საქართველოდან მთლიანი საექსპორტო მოცულობის პროდუქტებს შორის, ხილისა და კაკლის წილი 2,1%-ს შეადგენდა. ჯგუფში ლიდერ პოზიციებს იკავებდა თხილი - 2,1 მლნ დოლარი, მანდარინი - 1,8 მლნ დოლარი, ფისტა - 0,4 მლნ დოლარი, ვაშლი - 0,3 მლნ დოლარი, ბანანი - 0,1 მლნ დოლარი, კაკალი (ბერძნული) – 0,1 მლნ დოლარი.

რაც შეეხება ბოსტნეულს, როგორც East fruit წერს, 2019 წლის იანვრის მონაცემებით, ბოსტნეულის ექსპორტიდან შემოსულმა თანხამ 1,1 მლნ დოლარი შეადგინა. ამასთან, მთლიან საექსპორტო პროდუქტებს შორის, ბოსტნეულის წილი 0,5% იყო. ჯგუფში ლიდერობდნენ: კიტრი - 0,3 მლნ დოლარი, პომიდორი - 0,3 მლნ დოლარი და კარტოფილი - 0,1 მლნ დოლარი.

ნინი ქეთელაური