პროკურატურამ სასამართლოს გიორგი ქადაგიძის მოსამართლეების თანდასწრებით დაკითხვის თაობაზე მიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის გამოკითხვის შუამდგომლობით მიმართა.

მოსამართლის წინაშე ქადაგიძის გამოკითხვა სავარაუდოდ დღესვე ჩაინიშნება.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ პროკურატურაში გამოკითხვაზე გამოცხადებაზე უარი განაცხადა.

პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქადაგიძის დაკითხვა „თიბისი ბანკის“ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებშია დაგეგმილი.

პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ მიერ 11 წლის წინანდელ ტრანზაქციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, რომელიც, საგამოძიებო უწყების მტკიცებით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ნიშნებს შეიცავდა.