საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას კვლავ უარყოფს.
სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებულ კითხვაზე ქობულიამ ჟურნალისტებს უპასუხა, რომ ის აგრძელებს მუშაობას.
"მე, როგორც ხედავთ, ვმუშაობ და თუ აქ არა ვარ ფიზიკურად და სადღაც სხვაგან ვარ და ვინმეს ვგავარ, არ ვიცი," - განაცხადა გიორგი ქობულიამ.
გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობაში საკადრო ცვლილებებია მოსალოდნელი, ერთ-ერთი მინისტრი კი, რომელმაც შესაძლოა, პოსტი დატოვოს, გიორგი ქობულიაა.