არსებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე დავით შავლიაშვილის და ირაკლი შიოლაშვილის კანდიდატურები განიხილება

არსებული ინფორმაციით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე ორი კანდიდატურა განიხილება.

მინისტრის თანამდებობაზე სავარაუდოდ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის, დავით შავლიაშვილის ან კახეთის გუბერნატორის, ირაკლი შიოლაშვილის კანდიდატურა იქნება წარდგენილი.

დავით შავლიაშვილი საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ გასულ წელს დაინიშნა. რაც შეეხება ირაკლი შიოლაშვილს, ის კახეთის გუბერნატორად გასული წლის დეკემბერში დაინიშნა. მანამდე კი დედოფლისწყაროს გამგებლის პოსტს იკავებდა.