ფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება 08:00 საათიდან 21:00 საათამდეა დასაშვები.
ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
„რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და ნამქერები) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია დილის 08:00 საათიდან 21:00 საათამდე“, – ნათქვამია განცხადებაში.