2018 წელს საინვესტიციოდ მიმზიდველ საგანთა ნუსხაში ერთ-ერთ მაღალ პოზიციაზე ვისკია. მისი ღირებულება აუქციონზე მაქსიმალურ ფასს აღწევს, გასული წლის განმავლობაში, რარიტეტული ვისკის ღირებულება 40%-ით გაიზარდა. ამ დასკვნამდე საკონსულტაციო კომპანიის Knight Frank - ის ანალიტიკოსები მას შემდეგ მივიდნენ, რაც მათ ყოველწლიური აღრიცხვები გააკეთეს, თუ რაში ახორციელებდნენ ინვესტიციას The Wealth Report-ის ყველაზე მდიდარი ადამიანები.
რარიტეტული ვისკის ფასის მკვეთრი ზრდა, როგორც ექსპერტები ამბობენ, აზიის ბაზარმა გამოიწვია. მათი ინფორმაციით, შოტლანდიური ვისკის გაყიდვები ინდოეთში, ჩინეთში და სინგაპურში 44, 35 და 24%-ით გაიზარდა.
The Wealth Report-ის მიხედვით, ყველაზე შთამბეჭდავი ვისკი 1926 წლის Macallan-ია, ამ ვისკის ბოთლი ირლანდიელმა მხატვარმა მაიკლ დილონმა ხელით მოხატა. ვისკი კრისტის აუქციონზე რეკორდულ ფასად 1,2 მილიარდ ფუნტ სტერლინგად გაიყიდა. ვისკის ლიმიტრებული რაოდენობა, მხოლოდ 40 ბოთლი ჩამოისხა და ჩამოსხმამდე მას 60 წელი აძველებდნენ. 40 ბოთლიდან 12 მხატვრებმა: პიტერ ბლეიკმა და ვალერიო ადამიმ მოხატეს.
როგორც rbc წერს, ვისკისთან ერთად, საინვესტიციოდ ყველაზე მიმზიდველ ნივთებში შედის:
მონეტები ( წლიური ზრდა - 12%)
ღვინო და ხელოვნების ნიმუშები ( 9%-იანი ზრდა წლის განმავლობაში)
საათები (5%-იანი ზრდა)
ავტომობილები (2%-იანი ზრდა)
ავეჯი (1%-იანი ზრდა)
სტატისტიკის მიხედვით, აუქციონზე ფერადი ბრილიანტებისა და იშვიათი საფოსტო მარკების ღირებულება არ გაზრდილა. მეტიც, საიუველირო ნაკეთობების ღირებულება შემცირდა კიდეც.
მოამზადა - ეკა გადახაბაძემ