„თიბისის“ ტრანზაქციებში ფულის გათეთრების ნიშნები ძალიან რთული დასანახია“.
ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ყოფილმა უფროსმა გიორგი ქადაგიძემ გამოკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა. „თუ პროკურატურამ დამატებითი მტკიცებულებები არ წარმოადგინა, ამ ტრანზაქციებში ფულს გათეთრების ნიშნები ძალიან რთული დასანახია,“-აღნიშნა ქადაგიძემ.
შეგახსენებთ, რომ ქადაგიძე დღეს სასამართლოში „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით გამოკითხეს.