ამერიკული საინვესტიციო ჰოლდინგი საქართველოში ოფისს ხსნის

ამერიკული საინვესტიციო ჰოლდინგი "კონტი ჯგუფი" საქართველოში წარმომადგენლობით ოფისს ხსნის.

როგორც პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში აცხადებენ, გადაწყვეტილება ამის შესახებ საინვესტიციო ჰოლდინგის პრეზიდენტმა, კურტ კონტიმ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს გააცნო.

შეხვედრაზე ამერიკული ჰოლდინგის ხელმძღვანელობამ გამოხატა სურვილი, განახორციელოს ინვესტიციები სხვადასხვა სფეროში.

უკვე გადაწყვეტილია, რომ "კონტი ჯგუფი" თბილისში ამერიკულ საავადმყოფოს ააშენებს, სადაც ის 100 მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადებას გეგმავს.