ილონ მასკი - მარსზე გამგზავრება 200 ათასი დოლარი ეღირება

ბიზნესმენმა, მილიარდერმა ილონ მასკმა კიდევ ერთხელ ისაუბრა პლანეტა მარსზე ადამიანების დასახლების შექმნის შესახებ. მისი თქმით, კოლონიზება ვერ მოხდება, თუ მგზავრობა ძალიან ძვირი ეღირება. ამიტომ მისი შეფასებით, მარსზე მოხვედრა დაახლოებით იმდენივე ეღირება, რა ფასიც კერძო სახლები ღირს შტატებში.

მისივე თქმით, SpaceX ტვირთის პირველი ნაკადის გაგზავნას 2022 წლისთვის გეგმავს, ხოლო ადამიანების გაგზავნას 2024 წლისთვის. რაც შეეხება პირადად მას, როგორც თავად ამბობს, 70% გადაწყვეტილი აქვს, რომ გაემგზავრება მარსზე.

ცნობისათვის, გამოკითხული ამერიკელების უმეტესობა ამ მგზავრობისთვის მზად არ არის. ამის მთავარ მიზეზად კი გაურკვეველ მომავალს ასახელებენ. მასკის განცხადებითაც, ჯერ უცნობია სურვილის შემთხვევაში ეს ადამიანები შეძლებენ თუ არა უკან დედამიწაზე დაბრუნებას.

კოკა კვირკველია