100 ქულიან მძღოლებს შესაძლოა, საათობრივ პარკირებაზე შეღავათი დაუწესდეთ - იდეა მერს

თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება გრძელდება.

ამ ეტაპზე ვებგვერდზე 391 მიმდინარე, 279 დაბლოკილი, 466 არშემდგარი იდეა ფიქსირდება. 17 იდეა განხილვის პროცესშია, ორი უკვე შეთანხმებული, 1 კი უარყოფილია.

„ბიზნესპრესნიუსი“ მიმდინარე განცხადებებიდან ერთ-ერთს გთავაზობთ, რომელიც 100 ქულიან მძღოლებისთვის საათობრივ პარკირებაზე შეღავათის დაწესებას გულისხმობს.

„თბილისში ივლისიდან ამოქმედდება საათობრივი პარკირების გადასახადი. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს შეპირდა 100 ქულით წლის დამსრულებელი მძღოლების წახალისებას. კარგი იქნება მერიის ჩართვა აღნიშნულ ინიციატივაში და იმ მძღოლებისთვის, რომლებიც წელს დაასრულებელ სრული 100 ქულით, პარკირების გადასახადზე შეღავათის დაწესება. მაგალითად, შემდეგ წელს ეს მძღოლები ისარგებლებენ განახევრებული ტარიფით სხვა მოქალაქეებთან შედარებით. აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს დისციპლინის ჩამოყალიბებას ავტომობილის მართვისას,“-აღნიშნულია მოქალაქის განცხადებაში.

აღნიშნული იდეა თორნიკე ნაცვლიშვილს ეკუთვნის, ხოლო ხმის მიცემის ვადა 28 აპრილამდეა.

თაია არდოტელი