„აიპლიუსში” სარვამარტო აქციები დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ iPlus-იდან აცნობეს, სარვამარტო აქციის ფარგლებში ფასდაკლება ვრცელდება “აიპლიუსში” წარმოდგენილი პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე. მათ შორის, როგორც iPhone-ებზე ასევე, Samsung-ის სმარტოფნებზე.
„აიპლიუსის“ ინფორმაციით, iPhone-ებზე 100 ლარიდან 400 ლარამდე ფასდაკლება ვრცელდება, ხოლო Samsung-ის სმარტფონები ქართულ ბაზარზე ყველაზე დაბალ ფასად გაიყიდება.
„Apple-ის ოფიციალური პარტნიორი “აიპლიუსი” 1 მარტიდან მულტიბრენდული კომპანია გახდა, შესაბამისად სარვამარტო აქციის ფარგლებში ფასდაკლება ვრცელდება, როგორც Apple-ის ასევე, Samsung-ის პროდუქციაზე. „აიპლიუსის“ მულტიბრენდად ქცევის აღსანიშნავად, განსაკუთრებით დაბალი ფასებია Samsung-ის პროდუქციაზე. ამასთან, მომხმარებელს ვთაზობთ საუკეთესო მომსახურებას, მეტ არჩევანს და მაღალი სტანდარტის გარანტიას”, - განაცხადა „აიპლიუსის“ კომუნიკაციების მენეჯერმა გოგა თირქიამ.
კომპანიის ინფორმაციით, სარვამარტო აქციის ფარგლებში 20%-დან 40%-მდე ფასდაკლებები გამოცხადებულია iPhone-ის და Samsung-ის სმარტფონების გარე დამტენებზე, ყურსასმენებზე, დინამიკებზე, ჩასადებებსა და დამცავ ფირებზე.
„მომხმარებლებზე ზრუნვა ხელოვნებაა, ამიტომ განსაკუთრებით ქალბატონებისთვის საჩუქრის შერჩევას გიმარტივებთ, ამასთან სარვამარტო აქციებით გიზოგავთ საჩუქრის ბიუჯეტს. ჩვენ ვიცით რა სურთ ქალებს, ხოლო ის რაც ქალებს სურთ შეგიძლიათ ნახოთ აიპლიუსში”, - განაცხადეს iPlus-ის წარმომადგენლებმა.
სარვამარტო ფასდაკლებები iPlus-ში 10 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. Samsung-ის სმარტფონების შემდეგ iPlus სხვა ფლაგმანების დამატებას გეგმავს.