Tesla შანხაიში ქარხნის მშენებლობისთვის 521-მილიონიან სესხს მიიღებს

ამერიკული ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla შანხაიში ელექტრომობილების ქარხანას ააშენებს. ილონ მასკის კომპანიამ შანხაის ხელისუფლებასთან 3,5 მილიარდი იუანის მოცულობის (521 მლნ დოლარის) ხელშეკრულებას ხელი უკვე მოაწერა.

ამის შესახებ ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

შანხაის ხელისუფლების ცნობით, ქალაქის მიდამოებში ავტომობილის ამწყობი ქარხნის მშენებლობა მაისში უნდა დასრულდეს.

ახალი საწარმო გახდება პირველი ქარხანა კომპანიისთვის, რომელიც ამერიკის ფარგლებს გარეთ გაიხსნება, ასევე ეს იქნება პირველი საავტომობილო საწარმო ჩინეთის ტერიტორიაზე ასპროცენტიანი უცხოური კაპიტალით.

ქარხნის მშენებლობის შესახებ შეთანხმება 2018 წლის ივლისში გაფორმდა. 2020 წლიდან იქ ელექტრომობილ Model 3-ის აწყობა უნდა დაიწყოს. ამ ქარხანაში წლიურად 500,000 ავტომობილის წარმოება იგეგმება.

კოკა კვირკველია